ახალი ამბები მთავარი სამართალი

პრეზიდენტის შვილის მეგობარი მიხეილ თათარიშვილი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა

პრეზიდენტის შვილის მეგობარი მიხეილ თათარიშვილი, მოსამართლის გადაწყვეტილებით, სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.  თათარაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 10 000 ლარიანი გირაოთი შეეცვალა.

პრეზიდენტის შვილმა ანა მარგველაშვილმა მისი მეგობრის, მიხეილ თათარიშვილის პროცესის დაწყებამდე განაცხადა, რომ მისი დაკავებისას  ძალიან ბევრი კანონდარღვევა იყო, კერძოდ, ის რომ არ გაუჩხრეკიათ და არ შეუდგენიათ არანაირი ოქმი.

“მანქანაში ჩატენეს უხეშად და წაიყვანეს ისე რომ არ წარუდგენიათ არანაირი საბუთი. ფაქტობრივად მოიტაცეს ადამიანი, როგორც ამას აკეთებენ ჩვეულებრივად”, – განაცხადა ანა მარგველაშვილმა.

 

შეგახსენებთ, პრეზიდენტის სიძის და ქალიშვილის მეგობარი მიხეილ თათარაშვილი მარტში დააკავეს. პრეზიდენტის შვილი ანა მარგველაშვილი,  ნარკოდანაშაულის ბრალდებით მისი მეგობრის, მიხეილ თათარაშვილის დაპატიმრებას, გიორგი მარგველაშვილის განცხადებას უკავშირებს.

კერძოდ, საუბარია პრეზიდენტის იმ განცხადებაზე, სადაც გიორგი მარგველაშვილი საუბრობს, რომ მისი ოჯახის მიმართ რეპრესიები მიმდინარეობს.

ბრალდებულისა და მისი თანმხლები პირების თქმით, მას ნარკოტიკული საშუალება სამართალდამცველებმა ჩაუდეს.

იტვირთბა....