ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ე.წ. ციანიდის საქმე: პროკურატურის მთავარმა მოწმემ ირაკლი მამალაძემ საქართველო დატოვა

ე.წ. ციანიდის საქმის მთავარმა მოწმემ ირაკლი მამალაძემ საქართველო დატოვა. მისი თქმით, მას არ ჰქონდა უსაფრთხოების გარანტია და ვერ უძლებდა წნეხს.

„​შეუძლებელია გაუძლო იმ წნეხს, ზეწოლას, რომელიც ჩემს მიმართ არის მომართული მედიასაშუალებების მხრიდან. საუბარი მაქვს „რუსთავი 2-ზე“ და იმ სრულიად გადაუმოწმებელ ინფორმაციაზე, რომელიც გავრცელდა ჩემს წინააღმდეგ. თითქოს პროვოკატორი ვყოფილვარ წინა წლებში, სააკაშვილის დროს. 2004 წელს „რუსთავი 2-ში“ ვმუშაობდი და საინტერესოა, ვისზე ვაგროვებდი კომპრომატებს“, – განაცხადა ირაკლი მამალაძემ “საზოგადოებრივთან” საუბრისას.

იტვირთბა....