ახალი ამბები მთავარი სამართალი

პროკურორი: ბრალდებულ დეკანოზს “დეზოდორში” მალულად ჰქონდა ციანიდი

„ბრალდებულს სურდა საკუთარი ხელით გაეხსნა „დეზოდორი“, სადაც მალულად ჰქონდა ციანიდი და ისე დაემალა ის, რომ გამოძიებას ვერ ენახა. თუმცა მას შემთხვევით დაუვარდა ის და ეს მოწმეებმაც დაინახეს“, – ამის შესახებ ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა სასამართლოს სხდომაზე შესვენების დროს განაცხადა.

როგორც წიკლაურმა აღნიშნა, დღევანდელ პროცესზე მოწმეებმა ისაუბრეს იმ ფაქტებზე, რომლის მიხედვითაც მოხდა მამა გიორგი მამალაძის ბარგის დალუქვა აეროპორტში და მათივე თანდასწრებით უკვე საგამოძიებო უწყებაში დალუქული და დაუზიანებელი ბარგის შემოწმება.

მისი თქმით, არსებობს აეროპორტში გადაღებული ფოტომასალა, რომელიც ბარგის დალუქვას ასახავს და ჩანს, რომ მამალაძის ბარგი ყველანაირი კანონის დაცვით ილუქება.

შეგახსენებთ, დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 10 თებერვალს დააკავეს.

იტვირთბა....