„პოლიტიკური პლატფორმა- ახალი საქართველოს“ წევრები მორიგი კვლევის შედეგებს ასაჯაროვებენ. პარტიის ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ საკუთარ მხარდამჭერებს, საბიუჯეტო სახსრებით აფინანსებს.
„2016 წლის 1 იანვრიდან, 16 თვის მონაცემებით, გაიცა 5 478 537 ლარის ფინანსური დახმარება. თბილისის გამგეობებისა და მერიის მიერ, აწყობილია კორუფციული სქემა. საქმე ეხება ერთჯერად დახმარებებს, რომელიც, როგორც წესი უნდა მიიღონ სოციალურად დაუცველმა მოქალაქეებმა და იმ ადამიანებმა, ვისაც ეს ძალიან სჭირდებათ. რეალურად კი ხდება ისე, რომ თანხის, ნაწილი გაიცემა გაურკვეველ ადამიანებზე, გაურკვევლი კრიტერიუმებით.
10 გამგეობიდან, საიდანაც ჩვენ ინფორმაცია გამოვითხოვეთ, 3 გამგეობამ საერთოდ არ მოგვაწოდა მონაცემები, ნაწილმა კი გვითხრა, რომ არ აწარმოებენ აღრიცხვას, რა კრიტერიუმებით და ვისზე ხდება თანხის გაცემა. ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ „ქართული ოცნება“ საკუთარ აქტივისტებსა და კოორდინატორებზე გასცემს საბიუჯეტო სახსრებს“- განაცხადა გიორგი ვაშაძემ. „ახალი საქართველოს“ ლიდერი მიმართავს პროკურატურას, დაუყოვნებლივ მოახდინონ რეაგირება და მოხდეს საქმის შესწავლა. კვლევისას გამოკვეთილ დეტალებზე ისაუბრა „ახალი საქართველოს“ სოციალური მიმართულების ხელმძღვანელმაც.
„დაკმაყოფილებული განცხადებებიდან, მხოლოდ 14 869 არის სოციალურიად დაუცველი სტატუსის მქონე პირის. უშუალოდ 7 000- ზე მეტი განმცხადებელი, რომელიც დაკმაყოფილდა და მიიღო ერთჯერადი ფინანსური დახმარება, არ არის სოციალური სტატუსის მატარებელი. მინდა განვმარტო, რომ ერთჯერადი ფინანსური დახმარება მერყეობს 50 ლარიდან 1500 ლარამდე. გასაცემი თანხის ოდენობა, კი დამოკიდებულია გამგებელსა და გამგეობის თანამშრომლებზე“- განაცხადა თეონა ჭალიძემ.
pirveliradio.ge