ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ჯანდაცვა

ექიმი-სტომატოლოგი „მეტრონომთან“: რას ნიშნავს კბილის მხატვრული რესტავრაცია

კბილების სიჯანსაღე და კარგი ვიზუალი წარმატების ერთ-ერთი მაჩვენებელია. თანამედროვე სტომატოლოგია ეფექტური ღიმილისთვის ბევრ საშუალებას გვთავაზობს, მათ შორის მხატვრულ რესტავრაციას, რომლის შესახებაც „მეტრონომს“ ერთ-ერთი კლინიკის ექიმი-სტომატოლოგი, თაკო სხვიტარიძე ესაუბრა.

მეტრონომი“: რას ნიშნავს კბილის მხატვრული რესტავრაცია?

თაკო სხვიტარიძე:  მხატვრული რესტავრაციისას კბილის ანატომო-ფუნქციონალური და ესთეტიკური აღდგენა ხდება. ამ დროს საბჟენი მასალა კბილის ქსოვილის  მსგავსია და შესაბამისად, რესტავრაციას ბუნებრივი სახე აქვს .

რა განსხვავებაა კბილების გასწორებას,  ჩასმასა და მხატვრულ რესტავრაციას შორის?

– კბილების გასწორება, ანუ ორთოდონტიული მკურნალობა აბსოლუტურად სხვა მიმართულებაა. ამ დროს საკუთარი კბილების გადანაცვლებით ხდება თანკბილვის გასწორება. ორთოდონტიულ  მკურნალობასაც მისი ჩვენება აქვს. ანუ კბილის გადაკვრას მივმართავთ მაშინ, როცა  კბილის ქსოვილების ორი მესამედი დაზიანებულია და ღეჭვითი ფუნქციის და დატვირთვის გამო არაა მიზანშეწონილი მხატვრული რესტავრაცია. ამ დროს  კბილები იქლიბება,  ხოლო შემდეგ სკანირებით თუ ანაბეჭდებით მის ზომას ვიღებთ;  შემდეგ კი იქმნება ორთოპედიული კონსტრუქციები .

მხატვრული რესტავრაციისას საკუთარი ქსოვილები  მაქსიმალურად იზოგება. შედეგი მაღალ ესთეტიკური და ფუნქციონალურად გამართლებულია. ასეთი რესტავრაციისთვის საჭიროა ექიმს მაღალი ხარისხის მასალები ჰქონდეს. მე მაგალითად,  იტალიური კომპანიის ძვირადღირებული და ხარისხიანი პროდუქციით ვმუშაობ. ეს მასალა საშუალებას მაძლევს  კბილის ნებისმიერი ფერი, სტრუქტურული თუ მორფოლოგიური თავისებურება გავითვალისწინო და იდენტურად აღვადგინო.

რა დროს ითხოვს რესტავრაცია?

– საკმაოდ ხანგრძლივი პროცედურაა. დაახლოებით, ერთ კბილს ორი-სამი საათი შეიძლება დასჭირდეს. ყველაფერი დამოკიდებულია დროსა და მასშტაბურობაზე.

მტკინვეული პროცესია?

-არა, ყველაფერი ანესთეზიის ქვეშ კეთდება და პაციენტი ვერაფერს ვერ გრძნობს.

 რა არის მხატვრული რესტავრაციის ღირებულება?

– ერთი კბილის მხატვრული რესტავრაციის საშუალო ფასი   120-დან 180 ლარამდეა.

 

იტვირთბა....