ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დეკანოზ გიორგი მამალძესთან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სასულიერო პირები 27 ივნისს შევლენ

მამა მიქაელ ბოტკოველის განცხადებით,  დეკანოზ გიორგი მამალძესთან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სასულიერო პირები 27 ივნისს შევლენ. ბოტკოველის თქმით, სპეციალური ნებართვის შემდეგ მამა გიორგისთან დეკანოზი დავით შარაშენიძე და დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი მივლენ და მოისმენენ ინფორმაციას, რომლის გადაცემაც დეკანოზს პატრიარქისთვის სურს.

“როგორც გამოვიტანე აზრი, თორნიკე მამალაძის საუბრიდან, თითქოსდა მამა გიორგის უნდა უწმინდესს რაღაც ისეთი კონფიდენციალური ინფორმაცია მიაწოდოს, რაც აუცილებელია, რომ პატრიარქმა იცოდეს. მამა გიორგი და მამა კახაბერი შევლენ საპატიმრო დაწესებულებაში და თუ სურვილი ექნება მამა გიორგის, ისინი შეასრულებენ შუამავლის ფუნქციას და მოიტანენ ამბავს, რისი თქამაც უნდა მამა გიორგის, რატომ არის ის ასე დაინტერესებული რომ პატრიარქს რაღაც უთხრას”, – განაცხადა მიქაელ ბოტკოველმა.

იტვირთბა....