ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სოციალურად დაუცველი მოქალაქეები პირველი ივლისიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებულ მედიკამენტებს მიიღებენ

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის  ზაზა სოფრომაძის განცხადებით, სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს პირველი ივლისიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებულ მედიკამენტების მიღებაზე შეფერხება არ ექნებათ.  მისივე თქმით, შესაბამისი სატენდერო პროცედურების მიმდინარეობს, უკვე შერჩეულია 13 კომპანია, გამარჯვებულ კომანიებს შორის ქართული და უცხოური კომპანიები არიან. სამინიტროს ინფორმაციით, წამლების ხარისხი ევროპულ სტანდარტებს შეესაბამება.

„პირველი ივლისიდან სოცილაურად დაუცველები მიიღებენ პირველ პარტია მედიკამენტებს,  ბუნებრივია ამას შესაბამისი პროცედურები სჭირდება. აუცილებელია, რეცეპტის მიღება ოჯახის ექიმისგან. შესაბამისი სატენდერო პროცედურები უკვე მიმდინარეობს.

24 პოზიციიდან უკვე შერჩეულია 13 კომპანია, როგორც ადგილობრივი, ასევე  უცხოური. მთავარი მაინც გახლავთ ის, რომ ტენდერში გამარჯვებული ყველა კომპანია აკმაყოფილებს ყველაზე მნიშვნელოვან პირობას, მედიკამენტები იქნება ხარისხიანი, ევროპული ხარისხის მატარებელი ნიშნით”, -აცხადებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე.

იტვირთბა....