პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის დროს, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნუკრი ქანთარიამ სოციალური სახელმწიფოს თავში მოცულ საკითხებთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსირა. მისი განცხადებით, უკეთესი იქნებოდა, თუ კონსტიტუციაში კულტურის შემდეგ, ხელოვნება და ლიტერატურა ცალკე გამოყოფილი იქნებოდა.
„ამ თავში ეროვნული ფასეულობები და ცნობიერება რომ ჩავამატოთ, რადგან ცნობიერება განათლებიდან უნდა მოვიდეს და შესაბამისი იყოს. კულტურა ძალიან ვრცელია და კულტურაში შედის, რომ აქ ვსხედვართ. იქნებ, დავაკონკრეტოთ და კულტურის შემდეგ, ხელოვნება და ლიტერატურა ცალკე გამოიყოს. ამ თავში ცნობიერება და ეროვნული ფასეულობები ჩაემატოს“, – მიმართა პარლამენტის თავმჯდომარეს ქანთარიამ.
თავის მხრივ, ირაკლი კობახიძე დაინტერესდა, ფერწერამ და თეატრმა რა დაშაავა. კობახიძემ ნუკრი ქანთარიას საპაუსხოდ უთხრა, რომ კონსტიტუცია ბელესტიკა არ არის და ცნობიერების განვითარებაზე ზრუნვა რა არის არ იცის.
„ბატონო ნუკრი, კონსტიტუცია ბელეტრისტიკა არ არის. არც ეროვნული ცნობირების შინაარსი არ მესმის და არც ცნობიერების. ეროვნული ცნობიერება საერთოდ სახიფათო რამეა კონსტიტუციაში. ცნობიერების განვითარებაზე ზრუნავს, რას ნიშნავს, არ ვიცი. განათლება გასაგებია. ცნობიერების განვითარება ადამიანების იდეოლოგიზაციას ნიშნავს“, – მიმართა ქანთარაიას კობახიძემ.
სპიკერს ქანთარია გამოეხმაურა.
„ეტყობა, ჩვენ სხვადასხვა მხრიდან ვუყურებთ და თქვენ გეჩვენებათ, რომ ეს არის ნაციონალისტური, შოვინუსტური ამბავი. ნებისმიერი სახელმწიფოს მოქალაქე ცნობიერებით თავისი სამშობლოს განცდით უნდა იყოს. ამას თვითმყოფადობა ნიშნავს“, – აღნიშნა ქანთარიამ.
ქანთარიას საპასუხოდ, კობახიძემ განმარტა, რომ თვითმყოფადობა სხვა რამეა.
„შეგვიძლია, ფორმულირება იყოს ასე – სახელმწიფო ზრუნავს ეროვნული ფასეულობების, თვითმყოფადობის, კულტურული მემკივიდრეობის დაცვაზე, განათლებისა და მეცნიერების განვითარებაზე“, – დასძინა კობახიძემ.