ახალი ამბები ვიდეო მთავარი

რომან გოცირიძის სელფიმ მსოფლიო ყურადღება მიიქცია (ვიდეო)

https://www.youtube.com/watch?v=GLrC704okDM

პარლამენტარი რომან გოცირიძის კადრები, რომელშიც ის სელფის გადაღებას ცდილობს, მსოფლიოს სხვადასხვა მედია სააგენტოს ყურადღების ცენტრში მოექცა, მათ შორის – MTV-ს ვიდეოში გამოიყენეს.
კერძოდ, ბიონსეს მამაზე მომზადებულ ვიდეო სიუჟეტში ნათქვამია, რომ მამების თაობას Instagram-ზე ლაიქების მოსაპოვებლად ძალიან ბევრი შრომა უწევს. ამის დასადასტურებლად კი გოცირიძის სელფის ამსახველი ვიდეო მოჰყვათ.

პარლამენტარი ამის შესახებ სოციალურ ქსელში შემდეგნაირად წერს:
“რუსებმაც კი მაღიარეს.
ძალიან თბილი სიუჟეტი მომიძღვნეს- მთელი მსოფლიო ორი დღეა რომან გოცირიძეზეა გადარეულიო. აი, ასეთი უნდა იყოს ნამდვილი ბლოგერიო.
პაპუაშვილი და ენძელა რომ არ ყოფილიყვნენ პარლამენტში და მათთან ერთად საკუთარი თავის აღბეჭვდვა რომ არ მეცადა, მსოფლიოს უკლებლივ ყველა საიტი საქართველოს პარლამენტზე ილაპარაკებდა? ათეულ მილიონობით ნახვა აქვს. ბევრ პოპვარსკვლავს რომ შეშურდება. არ უნდა მომცეს ორდენი პრეზიდენტმა საქართველოს პოპულარიზაციისათვის?
გუშინ MTV-ზე რომ ვიყავი, იცით ალბათ.
რამდენი ქართველი მოხვედრილა მტვ-ში? პოლიტიკოსებიდან ჩემს გარდა შეიძლება მხოლოდ ტრამპი”-წერს გოცირიძე.
რომან გოცირიძის ვიდეო მსოფლიოში ცნობილ reddit-შიც მოხვდა. ამასთან დაკავშირებით გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს:
“მსოფლიოში ცნობილ reddit-ში დიდი დისკუსიაა გამართული-სელფს ვიღებ თუ პანორამას. რა იციან, რომ ჩვენი ოდიოზი დეპუტატის სიბრძნეს ვიწერ ისტორიისათვის.
ამ ჩვენს ჩასაფრებულებს ეგონათ, რომ ცუდ საქმეს მიკეთებენ, სინამდვილეში მილიონზე მეტი ნახვა აქვს და ერთმანეთზე უკეთესი კომენტარი. პირადშიც არ მასვენებენ გაცნობის მსურველი უცხოელი ქალბატონები”-წერს გოცირიძე.

იტვირთბა....