პარლამენტში უმრავლესობის დახურული სხდომა მიმდინარეობს. მმართველი გუნდის წევრები ერთმანეთს დახურულ კარს მიღმა ხვდებიან. სხდომა მას შემდეგ ჩაინიშნა, რაც დეპუტატებმა საკონსტიტუციო ცვლილებებს კენჭი პირველი მოსმენით უყარეს. ჯერჯერობით უცნობია რა საკითხთან დაკავშირებით თათბირობს “ქართული ოცნება”.