ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ავტობუსში უბილეთოდ მგზავრობის საჯარიმო თანხა შესაძლოა გაიზარდოს

დედაქალაქის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე აცხადებს, რომ ავტობუსით უბილეთოდ მგზავრობის ჯარიმის გაზრდის საკითხი განხილვის პროცესშია.

ლექვინაძის ინფორმაციით, საკითხი თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერაა ინიცირებული და მისი მიზანი უბილეთოდ მგზავრობის შემთხვევების შემცირებაა.

“საკითხი განხილვის პროცესშია. თუ გადაწყვეტილების მიღება მოხდება, კეთილსინდისიერ მგზავრებს არ შეეხება. გარდა ამისა, თბილისის სატრანსპორტო სისტემაში 26 კატეგორიაა ადამიანების, რომლებიც სარგებლობენ უფასო, ან მნიშვნელოვანი შეღავათებით, ამიტომ ამ ინიციატივის მიზანი უკავშირდება მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ უბილეთოდ მგზავრობის წილი იყოს მინიმალური”, – განაცხადა ლექვინაძემ.

იტვირთბა....