“მოვუწოდებ ფსევდოლიბერალ და ნაც-საქტის ჟურნალისტებს, მიბაძეთ ზალიკო უდუმაშვილს”, – ასეთი კომენტარი გააკეთა უფლებადამცველმა ნიკოლოზ მჟავანაძემ თბილისის მერის არჩევნებში ჟურნალისტის ზაალ უდუმაშვილის კანდიდატის წამოყენებასთან დაკავშირებით.
„მოვუწოდებ ფსევდოლიბერალ და ნაც-საქტის ჟურნალისტებს – მიბაძეთ ზალიკოს, წადით პოლიტიკაში და უკან აღარ დაბრუნდეთ, ხალხს ნერვები აღარ მოეშლება,” – წერს ნიკოლოზ მჟავანაძე.
შეგახსენებთ, ჟურნალისტი ზაალ უდუმაშვილი “რუსთავი 2”-ის პირდაპირ ეთერში დაემშვიდობა მაყურებელს და თბილისის მერის არჩევნებში თავისი კანდიდატურა დააყენა.