დიდ ბრიტანეთში ორი ადამიანი სამშენებლო ამწის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა. დაშავებულია კიდევ ერთი პირი. ამის შესახებ telegraph-ი წერს.
ინციდენტი ქალაქ ქრიუში მოხდა. ამწეს დაცემის შედეგად, დაზიანდა საცხოვრებელი სახლი, რომლის მაცხოვრებლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.
სამართალდამცავებმა უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ქუჩა გადაკეტეს. მომხდარის გამო დაწყებულია გამოძიება.