ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

,,ევროპულმა საქართველომ” სხდომას ბოიკოტი გამოუცხადა

,,ევროპულმა საქართველომ” პარლამენტის რიგგარეშე სხდომა დატოვა და განხილვებში მონაწილეობაზე უარი თქვა.

“უმრავლესობა ჩამოყალიბებულია საკუთარ პრინციპებზე, პრინციპებზე რომელიც ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ნებას, ამიტომ ჩვენ ჩვენი პოზიცია გამოვხატეთ. რჩება ერთი გზა – ეს არის შემდგომ განხილვებში მონაწილეობის აღარმიღება და ამიტომ ჩვენც ვტოვებთ დარბაზს, საშუალებას მოგცემთ უმრავლესობას ერთი პარტიის ხმებით მშვიდად, წყნარად, მიიღოთ ის ცვლილებები, რომელსაც მხარს მხოლოდ ერთი პარტია უჭერს საქართველოში”, – განაცხადა დავით ბაქრაძემ პოლიტიკური გამოსვლის დროს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს, პირველი მოსმენით განიხილავენ. ,,ნაციონალურმა მოძრაობამ” და “საქართველოს ატრიოტებმა” სხდომას ბოიკოტი უკვე გამოუცხადეს. ახლა კი მათ რიგებს  უკვე ,,ევროპული საქართველოც” შეუერთდა.

 

იტვირთბა....