ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება სამართალი

ბელგიის რკინიგზის სადგურზე ევაკუაცია გამოცხადდა

ბელგიის მედიის ინფორმაციით, ბელგიის ქალაქ ნამიურში რკინიგზის სადგურზე ევაკუაცია გამოცხადდა. ევაკუაციის მიზეზი სადგურზე აღმოჩენილი საეჭვო ნივთი გახდა. როგორც მედია იუწყება, რკინიგზაზე სამგზავრო ჩანთა პოლიციამ იპოვა, სადაც გაურკვეველი ნივთიერაბა აღმოაჩინა. სამართალდამცავებმა მიმდებარე ტერიტორია გადაკეტეს და ხალხს სადგურთან ახლოს არ უშვებენ. ნამიურის გავლით მოძრაობა შეჩერებულია.

შეგახსენებთ, რომ გვიან ღამით ბრიუსელის ცენტრალურ სადგურზე სამართალდამცავებმა თვითმკვლელი ტერორისტის ლიკვიდირება მოახდინეს, რომელმაც მცირე აფეთქების მოწყობა შეძლო.

იტვირთბა....