ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კახაბერ გოგოტიშვილი თორნიკე მამალაძის განცხადებას, პატრიარქთან შეხვედრის დროს საუბარში ხელის შეშლაზე, ტყუილს უწოდებს

დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმის, თორნიკე მამალაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ პატრიარქთან შეხვედრისას სასულიერო პირები არ აძლევდნენ შესაძლებლობას მას ინფორმაცია მიეწოდებინა უწმინდესისთვის, დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი უარყოფს.

სასულიერო პირის განცხადებით, ეს ინფორმაცია არის ტყუილი. როგორც კახაბერ გოგოტიშვილმა განაცხადა, პატრიარქთან დეკანოზის ოჯახის წევრების შეხვედრის შესახებ განცხადების გაკეთება დაევალა პატრიარქის მდივანს და მიქაელ ბოტკველი გააკეთებს განცხადებას.

“თორნიკე მამალაძის განცხადება არის ტყუილი, სხვას ვერაფერს გეტყვით”, – განაცხადა კახაბერ გოგორიშვილმა.

დეკანოზ გიორგი მამამალძის ოჯახის წევრები დღეს ილია მეორე შეხვდნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ დეკანოზის ძმამა თორნიკე მამალაძემ აღნიშნა, რომ დავით ჭინჭარაული, მეუფეები თეოდორე, იაკობი, ანდრია, კახაბერ გოგოტიშვილი ცდილობდნენ, პატრიარქთან ოჯახის წევრების საუბარი შეეწყვიტათ.

იტვირთბა....