ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მასწავლებლებისთვის ბიულეტენის თანხის დაანგარიშებისას დანამატიც გათვალისწინებული იქნება

16 ივნისიდან საჯარო სკოლის მასწავლებლებისთვის ანაზღაურებადი ბიულეტენის თანხის დაანგარიშების წესი იცვლება- შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის №87/ნ ბრძანებაში ცვლილებები შევიდა.

ცვლილებების მიხედვით, საჯარო სკოლის პედაგოგებისთვის დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების საერთო თანხის გამოანგარიშებისას, თანამდებობრივ სარგოსთან ერთად გათვალისწინებული იქნება დანამატები.

ამ დრომდე პედაგოგებისთვის ანაზღაურებადი ბიულეტენის თანხის გაცემა მხოლოდ თანამდებობრივ სარგოზე დაყრდნობით ხდებოდა.

იტვირთბა....