ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ხულოში მეხის ჩამოვარდნას 22 წლის მამაკაცი ემსხვერპლა

დილას ხულოში მეხის ჩამოვარდნას 22 წლის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. ხულოს რაიონის გამგებლის, ბესიკ ბაუჩაძის განცხადებით, შემთხვევა სოფელ აგარის საზაფხულო იალაღზე მოხდა.

გამგებლის ინფორმაციით, უბედური შემთხვევა ტყეში მოხდა. მამ-შვილი შეშის მოსატანად იმყოფებოდნენ, როდესაც წვიმის დაწყების შემდეგ თავი ხეს შეფარეს. სწორედ ხეს დაეცა მეხი, რა დროსაც 22 წლის ახალგაზრდა ადგილზევე გარდაიცვალა.

„მამა-შვილი, ახლობლებთან ერთად, ტყეში შეშის მოსატანად იმყოფებოდა. ძლიერი წვიმის გამო, მათ თავი ხეს შეაფარეს. ხეს მოულოდნელად მეხი დაეცა, რის შედეგადაც 22 წლის ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა“, – განაცხადა ბესიკ ბაუჩაძემ.

მისივე ინფორმაციით, გარდაცვლილი ახალგაზრდის თანმხლებ პირთაგან არავინ დაშავებულა.

იტვირთბა....