ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 21 ივნისს, 10:00 საათიდან ვაკის რაიონს, ბაგებს, წყნეთის გზატკეცილზე №21, №24, №25-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას, ასევე ირაკლი უჩანეიშვილის II ჩიხის, წყნეთის გზატკეცილის I, II, III, IV ჩიხის, I, II გასასვლელსა და I, II შესახვევში მცხოვრებ კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს და აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ კომერციულ ობიექტებს გაზმომარაგება შეუწყდება.
ამის შესახებ ინფორმაციას “ყაზტრანსგაზ-თბილისი” ავრცელებს. კომპანიის ცნობით, გაზის მიწოდება 18:00 საათიდან ეტაპობრივად, სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება.
“ყაზტრანსგაზ-თბილისი“ აბონენტებს მოუწოდებს უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში.