ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“უახლოეს საპარლამენტო არჩევნებზე მივიღებთ ხელისუფლების მორიგ ხისტ ცვლილებას”

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით  თუ ხელისუფლებამ ეს პროცესები არ გაიაზრა, არჩევნებზე ხისტ ცვლილებებს მიიღებს.

“თუ მმართველი გუნდის  გავლენიანმა ლიდერებმა სასწრაფოდ არ გაიაზრეს,  საით მიექანება პოლიტიკური პროცესები, ჩვენ უახლოეს საპარლამენტო არჩევნებზე მივიღებთ ხელისუფლების მორიგ ხისტ ცვლილებას და ამაში ლომის წილს სწორედ არსებული საარჩევნო სისტემა დაიდებს, ისევე, როგორც ეს 2012 წელს მოხდა.

ამ სისტემას პირველ და მეორე არჩევნებზე ერთპარტიული მმართველობის ექსტაზში შეჰყავს ხელისუფლება და მესამე არჩევნებზე ასე ძალაუფლებით მთვრალებს ანარცხებს მიწაზე”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

დავით უსუფაშვილმა “შენების მოძრაობა” 16 ივნისს დაარსა. უსუფაშვილის თქმით, „შენების მოძრაობა“ თანამონაწილეობაზე დაფუძნებული, ფართო საზოგადოებრივი სპექტრის მომცველი, ცენტრისტული მიმართულების პოლიტიკური ძალა იქნება, რომელიც მაქსიმალურად შეუწყობს ხელს პოლიტიკაში ახალი თაობის, ახლებური აზროვნების, თავიანთ სფეროებში წარმატებული პროფესიონალების მოსვლას და დამკვიდრებას.

იტვირთბა....