რუსთავში 15 წლის მოზარდი დაიკარგა. ფაქტი “მეტრონომს” შს სამინისტროში დაუდასტურეს. უწყებაში არასრულწლოვნის დაკარგვის შესახებ შეტყობინება გუშინ შევიდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდი სახლიდან 19 ივნისის საღამოს გაიქცა და მას შემდეგ არავის უნახავს. სამართალდამცველები სამძებრო ღონისძიებებს აწარმოებენ.