ახალი ამბები ვიდეო მთავარი მსოფლიო საზოგადოება

სააკაშვილს ბრილიანტის მწვანე შეასხეს (ვიდეო)

ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს მიხეილ სააკაშვილს ქალაქ კრივოი როგში მოსახლეობასთან შეხვედრისას კვერცხები დაუშინეს და ბრილიანტის მწვანე შეასხეს, -ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ინციდენტის შემდეგ სააკაშვილმა იხუმრა, რომ ის მწვანეთა პარტიაში მიიღეს.

თავდამსხმელი სამართალდამცველებმა დააკავეს.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოდესის გუბერნატორად პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ 2015 წლის 30 მაისს დანიშნა. 2016 წელს სააკაშვილი დაკავებული თანამდებობიდან გადადგა და უკრაინის ხელისიფლება კორუფციის მხარდაჭერაში და კრიმინალების მფარველობაში დაადანაშაულა. მოგვიანებით, სააკაშვილმა თავისი პოლიტიკური ძალა ჩამოაყალიბა და უკრაინის რადას ვადამდელი არჩევნების ჩატარებისთვის ბრძოლა დაიწყო.

201706191406401540879533201706191407001159635379

 

იტვირთბა....