ქუთაისში, რამდენიმე წუთის წინ, საინკასაციო მანქანას თავს დაესხნენ, – ინფორმაციას ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ავრცელებს.
მათი ცნობით, საინკასაციო მანქანით, “ფეიბოქსის” აპარატიდან ამოღებული თანხა გადაჰქონდათ. ტელეკომპანიის განცხადებით, მანქანაში ორი ადამიანი იმყოფებოდა, რომლებიც ნიღბიანმა და შეიარაღებულმა თავდამსხმელებმა გადმოსვეს და ავტომობილი გაიტაცეს.
თანხის ზუსტი რაოდენობა უცნობია.
„მეტრონომს“ შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, რომ საქმეზე გამოძიება 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. ნაპოვნია ავტომობილი და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

