მმართველი გუნდი საკონსტიტუციო მონარქიის თემაზე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან, ილია მეორესთან შეხვედრას გეგმავს. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხდა.
მისი თქმით, შეხვედრის შემდეგ მონარქიის საკითხზე განცხადებები გაკეთდება.
”ჩვენ აუცილებლად გვექნება პატრიარქთან შეხვედრა. ამ შეხვედრის შემდეგ გახდება შესაძლებელი განცხადებების გაკეთება. რაც უწმინდესმა ბრძანა არის ჭეშმარიტება – საუბარია იმაზე, რომ კონსტიტუციურ მონარქიას შემოაქვს სიმშვიდე პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ყველა ფაქტორი, მათ შორის ჩვენი სპეციფიკა, ადგილობრივი სპეციფიკა. ამასთან დაკავშირებით გვექნება საუბარი და ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი კომენტარების გაკეთება”, – განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ.
შეგახსენებთ, საკვირაო ქადაგებაზე საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ ბრძანა, რომ „საკონსტიტუციო მონარქია ქვეყანას სიმშვიდეს მოუტანს“. მის ამ სიტყვებს საზოგადოებაში არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა.

