პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოს პრეზიდენტს საკონსტიტუციო ცვლილებების პირდაპირ ეთერში განხილვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს. ის იმედს გამოთქვამს, რომ გიორგი მარგველაშვილი ამ ფორმატს მიიღებს და მონაწილეობაზე უარს არ იტყვის.
“ჩვენ შეგვიძლია კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ პრეზიდენტს, რომ განხილვის ამ ფორმატს მივმართოთ და საზოგადოებას მივაწოდოთ ძალიან ფართოდ საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ ინფორმაცია. კიდევ ერთხელ გამოვთქვავ იმედს, რომ პრეზიდენტი ამ ფორმატს მიიღებს და არ იტყვის უარს მონაწილეობაზე”, – განაცხადა კობახიძემ.
შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძემ ერთხელ უკვე შესთავაზა პრეზიდენტს საკონსტიტუციო ცვლილებების პირდაპირ ეთერში განხილვა. პრეზიდენტის ადმინისტრაცია კი კონსტიტუციური პროექტის პრეზიდენტის სასახლეში განხილვის ინიციატივით გამოდის.
საპარლამენტო უმრავლესობა მარგველაშვილის ამ ინიციატივას უარის ტოლფასად აღიქვამს.

