ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის სასამართლო პროცესი აქციის ფონზე მიმდინარეობს

საქალაქო სასამართლოში მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის, მეტ სახელად “ბახალას” სასამართლო პროცესი დაიწყო. მას ბრალად ედება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების პირადი მოხმარების მიზნით შეძენა – შენახვა.

სასამართლო პროცესი გიორგი გიორგანაშვილის ოჯახის წევრებისა და მეგობრების აქციის ფონზე მიმდინარეობს. დაკავებულის ოჯახის წევრები და ახლობლები აცხადებენ, რომ დაკავებისას და შემდეგ გამოძიებისას, არაერთი დარღვევა დაფიქსირდა, რომელზეც მათივე განცხადებით, რეაგირება ამ დრომდე არ ყოფილა.

მსახიობის ახლობლების მტკიცებით, გიორგი გიორგანაშვილს ნარკოტიკული საშუალება სამართალდამცავებმა ჩაუდეს. აქციის ორგანიზატორთა განცხადებით, დაკავებული მსახიობი რეპრესიული ნარკოპოლიტიკის კიდევ ერთი მსხვერპლია.

მსახიობის ახლობლები საზოგადოებას გაერთიანებისკენ და დაკავებულის გვერდით დგომისკენ მოუწოდებენ.

სამართალდამცავებმა გიორგი გიორგანაშვილი 25 იანვარს დააკავეს.

იტვირთბა....