მსახიობსა და პოლიციის პოლკოვნიკ დავით როსტომაშვილზე თავდასხმაში ბრალდებული ზურაბ ქუთელია აღკვეთის ღონისძიებას დღეს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
როგორც ქუთელიას ადვოკატი, ალექსანდრე კობაიძე ცხადებს, ქუთელია წინასწარ პატიმრობაში უსაფუძვლოდ იმყოფება, რადგან დაცვის მხარის მტკიცებით, სამართალდმაცველებმა უდანაშაულო ქუთელია მას შემდეგ დააკავეს, რაც როსტომაშვილი ცემის ფაქტი ვერ გახსნეს და დაკავებული ბექა კირვალიძე წინასაწრი დაკავების იზოლატორიდან გაექცათ.
„სამართალდამცველებმა ვერ გახსნეს როსტომაშვილის ცემის ფაქტი და სამწუხაროდ, ვიღაც უნდა დაეკავებინათ და ამ შემთხვევაში დააკავეს უდანაშაულო ადამიანი. სასამართლოს გადაწყვეტილებას ვასაჩივრებთ დღეს. მიგვაჩნია, რომ სასამართლომ უკანონოდ დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც აღკვეთის ღონისძიების სახით ზურაბ ქუთელიას შეუფარდა პატიმრობა, ვინაიდან არ არსებობდა არც ფორმალური და არც ფაქტობრივი საფუძვლები, რომ ყველაზე მაქსიმალური ზომა გამოეყენებინა აღკვეთის ღონისძიების სახით. მითუმეტეს, რომ დაცვის მხარე ალტერნატივის სახით სთავაზობდა გირაოს 20 ათასი ლარის ოდენობით,“ – განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ყოფილი 5 დეკემბრის ქუჩაზე, ცნობილ იუმორისტ – დათო როსტომაშვილს თავს უცნობი ნიღბიანი მამაკაცი დაესხა და ბეისბოლის ბიტით სცემა.
როგორც “მეტრონომს” შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, თავდამსხმელი პატრულმა დანაშაულის ფაქტზე დააკავა. საქმე ყაჩაღობის მუხლით აღიძრა.