ახალი ამბები მთავარი სამართალი

რუსთავში მეხუთე სართულიდან გადმოვარდნილი მამაკაცი გარდაიცვალა

რუსთავში მესხიშვილის ქუჩაზე 65 წლის კაცი მეხუთე სართულიდან გადმოვარდა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკა ,,რუსთავში” გადაიყვანა, სადაც მამაკაცი ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა.

კლინიკა „რუსთავში“ აცხადებენ, რომ მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისას მძიმე იყო, რომელიც, მოგვიანებით კიდევ დამძიმდა.ექიმების თქმით, მას სიცოცხლისათვის შეუთავსებელი დაზიანებები ჰქონდა.

იტვირთბა....