ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

დონალდ ტრამპის 2016 წლის ფინანსური ანგარიში გამოქვეყნდა

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის 2016 წლის ფინანსური ანგარიში გამოქვეყნდა. 98-გვერდიანი დოკუმენტი აშშ-ის ხელისუფლების ეთიკის საკითხთა ბიუროს ვებგვერდზე გასაჯაროვდა.

ანგარიშის მიხედვით, პრეზიდენტმა გოლფ-კლუბებიდან 298 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო. ფლორიდაში, კურორტ „მარ-ა-ლაგოს“ შემოსავალმა 37,2 მილიონი დოლარი შეადგინა. ხოლო გასულ წელს ვაშინგტონში გახსნილმა სასტუმრო Trump Hotel-მა პრეზიდენტს 19,7 მილიონი დოლარი მოუტანა.

ანგარიშში ის კომპანიებია ჩამოთვლილი, სადაც ტრამპმა პრეზიდენტის უფლებამოსილების შესრულებამდე ხელმძღვანელი პოსტები დატოვა, ასეთი სულ 565 კომპანიაა. თეთრ სახლში აღნიშნეს, რომ ფინანსური დოკუმენტი ტრამპმა ნებაყოფლობით გამოაქვეყნა. პრეზიდენტს აქვს უფლება, საკუთარი შემოსავლების შესახებ ინფორმაცია 2018 წლამდე არ გაასაჯაროოს.

2017 წლის იანვარში პრეზიდენტმა ტრამპმა თავისი კომპანია Trump Organization დატოვა. მაშინ გადასახების კუთხით მისმა მრჩეველმა შერი დილონმა განაცხადა, რომ ინაუგურაციამდე ის თავის აქტივებს სასტარტო მმართველობაში გადასცემს და კომპანიის ყველა პოსტიდან გადადგება.

იტვირთბა....