ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თბილისის ვიცე მერი: საპატრულო პოლიცია ცდილობს მაქსიმალურად განტვირთოს საცობები

“საცობები და შეფერხება იქნება, მაგრამ ვნახოთ, საპატრულო პოლიცია ცდილობს, რომ მაქსიმალურად განტვირთოს ნაკადები”, – ამის შესახებ თბილისის ვიცე მერმა, ლაშა აბაშიძემ პეკინის ქუჩის გადაკეტვის გამო ქალაქში შექმნილ საცობებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია, პოლიციის ეკიპაჟები, ასევე თბილისის სატრანსპორტო სამსახური და მაქსიმალურად ცდილობენ მოძრაობის განტვირთვას.

”დღეს არის პირველი დღე. რა თქმა უნდა, ველოდებოდით, რომ იქნებოდა ძალიან მჭიდრო მოძრაობა. გადაკეტვის გამო კონცენტრირება იქნებოდა სწორედ შარტავას ქუჩაზე. ახლაც სწორედ იქ მივდივარ, რომ ბოლო ინფორმაციას გავეცნო. პატრული არის ადგილზე. ქალაქის ტრანსპორტის სამსახური არის ადგილზე და ისინი ცდილობენ მაქსიმალურად დაარეგულირონ საცობები. მოლოდინი იყო და ვიცოდით, რომ საცობები იქნებოდა, რადგან პეკინის ქუჩა არის ერთ-ერთი მაგისტრალური ქალაქისთვის და მისი ცალმხრივად დაკეტვაც კი გამოიწვევდა ინტენსიურ მოძრაობას”, – განაცხადა ვიცე მერმა.

ცნობისთვის, წუხელ მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო პეკინის გამზირი გადაიკეტა.

იტვირთბა....