ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ქვიშხეთის მოსახლეობამ ჩინური კომპანიის წინააღმდეგ აქცია გამართა

ქვიშხეთის მოსახლეობამ ჩინური კომპანიის წინააღმდეგ აქცია გამართა.  ადგილობრივები იმ ხელშეკრულების შესრულებას ითხოვს, რომელიც ჩინეთის რკინიგზის ბიუროსა და ქვიშხეთის საინიციატივო ჯგუფს შორის გაფორმდა.

შეთამხმების თანახმად, სარკინიგზო გვირაბის დასრულების შემდეგ, კომპანია იღებდა ვალდებულებას შეემოწმებინა სამშენებლო სამუშაოების შედეგად, ადგილობრივების დაზიანებული უძრავი ქონება, განესაზღვრა დაზიანების კატეგორია და მიღებული ზიანის მოცულობა, ასევე ჩაეტარებინა გეოლოგიური კვლევა და მოსახლეობისთვის კონპენსაცია გადაეხადა.

მოსახლეობა აცხადებს, რომ პირობა ამ დრომდე არაა შესრულებული. სამშენებლო სამუშაოების შედეგად, გვირაბის მიმდებარედ, 40-მდე სახლი დაზიანდა, თუმცა ზარალი მხოლოდ 3 ოჯახს აუნაზღაურდა.

იტვირთბა....