ბათუმში, ბულვარში მდგომი “ეშმაკის ბორბალიდან” შუა ხნის მამაკაცი გადმოვარდა და გარდაიცვალა, -შემთხვევის შესახებ “მეტრონომის” კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება.
როგორც თვითმხილველები აცხადებენ, შესაძლოა მამაკაცმა თავი მოიკლა, რადგან “ეშმაკის ბორბალის” კაბინაში მყოფი ქანაობდა. თუმცა, მეორე ვერსიით, ის ცუდად გახდა და გადმოვარდა.
მათივე თქმით, მამაკაცი უკვე მეორე დღეა აღნიშნულ ტერიტორიას აკითხავდა.
ადგილზე ამ წუთებში სასწრაფო დახმარების ბრიგადები და პოლიციაა მობილიზებული.
“მეტრონომს” შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, რომ საქმეზე გამოძიება 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.
იტვირთბა....