თბილისის მერია პეკინის ქუჩაზე დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო დაწესებული მოძრაობის სპეციალური რეჟიმის ამსახველ გრაფიკულ ვიდეოს ავრცელებს.
შეგახსენებთ, 16 ივნისიდან თბილისში, პეკინის ქუჩაზე ვაჟა-ფშაველას გამზირიდან მიროტაძის ქუჩის კუთხემდე მიწისქვეშა კომუნიკაციებისა და საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია იწყება. შესაბამისად, პეკინის ქუჩასა და მის მიმდებარე ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობის სქემა დროებით შეიცვლება: რეაბილიტაციის პერიოდში ავტოტრანსპორტისთვის ცალმხრივი მოძრაობა დაწესდება გარკვეულ საგზაო მონაკვეთებზე.
1tv.ge