საბუღალტრო-საკონსულტაციო კომპანია „კრეატივ ბალანსი“ იმ პერიოდში შეიქმნა, როცა კერძო სექტორში რუსეთის ემბარგოს გამო დიდი ქაოსი იყო. კომპანიის დამფუძნებელი თამარ ეხვაია ამ გადასახედიდან თავის გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს, რადგან „კრეატივ ბალანსმა“ როგორც ადგილის დამკვიდრება, ასევე მისი შენარჩუნება შეძლო.
რას სთავაზობს კომპანია მომხმარებელს და რატომ არის ის გამორჩეული სხვა საბუღალტრო-საკონსულტაციო კომპანიებისგან, ამის შესახებ „მეტრონომს“ თამარ ეხვაია ესაუბრა.
“მეტრონომი“: როგორ შეიქმნა კომპანია „კრეატივ ბალანსი“?
თამარ ეხვაია: კომპანიის შექმნის იდეა ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს მქონდა, თუმცა „კრეატივ ბალანსი“ დაარსდა 2010 წელს, მას შემდეგ რაც შეიქმნა კრიზისი დასაქმების სფეროში (რადგან, რუსეთის ემბარგოს გამო დაიხურა ბევრი კომპანია) და ჩემი ფინანსისტი და ბუღალტერი მეგობრები დარჩნენ უმუშევრები. ვინაიდან ჩვენ ამ დროისთვის გვქონდა საბუღალტრო და საგადასახადო სფეროში მუშაობის დიდი გამოცდილება, გადავწყვიტეთ დაგვეარსებინა კომპანია , რომელიც მოემსახურებოდა მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს ფინანსურ აღრიცხვასა და ანგარიშგებაში. 2012 წელს კი კომპანიამ განიცადა რებრენდინგი და მას შემდეგ ფუნქციონირებს – საბუღალტრო-საკონსულტაციო კომპანია „კრეატივ ბალანსის“ სახელით .
– როგორ შეაფასებთ კომპანიას, რა წარმატებები აქვს მას?
– კომპანიის საქმიანობიდან გამომდინარე, საკმაოდ რთულია ადგილის დამკვიდრება საბუღალტრო და აუდიტორული კომპანიების ბაზარზე, თუმცა ონლაინ-გაზეთ „მეტრონომის“ კვლევით, რომლის მიხედვითაც 10 საუკეთესო აუდიტორული და საბუღალტრო ორგანიზაციები-კომპანიები გამოვლინდა „კრეატივ ბალანსი“ მე-9 ადგილზე გავიდა. ვფიქრობ, ეს კარგი შედეგია.
– რა სირთულეები ხვდება ამგვარ კომპანიას და როგორ დასძლიეთ?
– საგადასახადო კოდექსის ინტერპრეტაცია ბუნდოვანებას ქმნის კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის. კერძო სექტორი ერთი მიმართულებით აკეთებს ინტერპრეტაციას, სახლემწიფო სექტორი კი, სხვა მიმართულებით. მიუხედავად ზემოთხსენებული სირთულეებისა, ბუღალტრული და აუდიტორული კომპანიების წარმომადგენლები, კონსულტაციების გაწევისას ვცდილობთ სწორი ხედვა მივცეთ კერძო ბიზნესს.
– რას სთავაზობს კომპანია მომხმარებელს?
-„კრეატივ ბალანსი“ მის პროფესიონალ და მაღალკვალიფიციურ გუნდთან ერთად მომხმარებელს სთავაზობს:
– საბუღალტრო მომსახურების მოქნილ სისტემას , რომელიც მაქსიმალურად მორგებულია ორგანიზაციაზე და ითვალისწინებს მის მოცულობას, სირთულესა და სპეციფიკას.
– რა აქციები აქვს კომპანიას?
– საბუღალტრო და საკონსულტაციო კომპანია „კრეატივ ბალანსის“ მომსახურება ყველასთვის ხელმისაწვდომია. სტანდარტულად, სერვისის ფასი საბუღალტრო განხრით (ფულად-სასაქონლო ბრუნვა წლიური შემოსავლის მიხედვით 0-15 000 ლარამდე ) 300 ლარიდან. ამჟამად გვაქვს აქცია 15 ივლისამდე და ყველა ახალ კომპანიას ვთავაზობთ 50 % ფასდაკლებას მომსახურებაზე .
– რატომ „კრეატივ –ბალანსი?“
-„კრეატივ ბალანსის“ მთავარ ღირებულებას პროფესიონალიზმი, პასუხისმგებლობის გრძნობა და საქმისადმი ერთგულება წარმოადგენს .