https://www.youtube.com/watch?v=FgPEkk794aY
დღეს, დაახლოებით 15 საათზე, ყოფილი 5 დეკემბრის ქუჩაზე, ცნობილ იუმორისტ – დათო როსტომაშვილს თავს უცნობი ნიღბიანი მამაკაცი დაესხა და ბეისბოლის ბიტით სცემა, -ინფორმაციას და ფოტოებს “ჯორჯიან თაიმსი” ავრცელებს.
როგორც “მეტრონომს” შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, თავდამსხმელი პატრულმა დანაშაულის ფაქტზე დააკავა.
მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია ერთი პირი. ამ დროისთვის შემთხვევის დეტალებს სწავლობენ, თუმცა არსებული ინფორმაციით, როსტომაშვილს თავში ბეისბოლის ბიტა ჩაარტყეს.