ახალი ამბები მედია მთავარი საზოგადოება

“უკლებლივ ყველა გადაცემა დაიხურება 17 ივლისამდე”

ჟურნალისტი და გადაცემა “ვექტორის” წამყვანი ირაკლი ტაბლიაშვილი საზოგადოებრივ მაუწყებელზე მიმდინარე მოვლენების და გადაცემების დახურვის შესახებ ინფორმაციას “ფეისბუქით” ავრცელებს:

“მეკითხებიან – როდის გადაწყდა გადაცემათა დახურვა საზ.მაუწყებელზე.
ვპასუხობ – არა გუშინ ან გუშინწინ, არამედ, დაახლოებით 2 თვის წინ. როდესაც მაუწყებლის ბორდმა დაამტკიცა მენეჯმენტის გეგმა.
უკლებლივ ყველა გადაცემა დაიხურება 17 ივლისამდე… ანუ, ამ დღიდან ეთერში იქნება მხოლოდ “მოამბე”.

რადიო “თავისუფლებას” უბრალოდ შეატყობინეს, რომ ერთობლივი პროექტები ეთერში აღარ გავა.
ამგვარი ცნობა, ბუნებრივია, გვაქვს ჩვენც – მაუწყებლის თანამშრომლებს.
რამდენადაც ვიცი, თანამშრომელთა ნაწილს ახალ კონტრაქტებს სთავაზობენ (ან შესთავაზებენ)… არ დავმალავ, მაქვს ცნობა, რომ მეც.
არც იმას დავმალავ, რომ დღევანდელი მდგომარეობით, ამ წინადადებით ოფიციალურად არავის მოუმართავს… ვიცი, რომ ეს მოხდება უახლოეს დღეებში.

კითხვას – მივიღებ თუ არა ახალ წინადადებას, ჯერ ვერ ვუპასუხებ.
არაფერი ვიცი… არც მიმართულება, არც პირობები… არც საქმე… არც ზოგადად და არც კონკრეტულად.

აქვე ვიტყვი, რომ ზუსტად ეს ვუთხარი რ2-ს, რომლის კორესპონდენტმაც კომენტარი მთხოვა.

ასევე ვუთხარი, რომ სოლიდარული ვარ გოგისთან და სალომესთან.

ასევე ვუთხარი, რომ არ ვიცი, როგორ აპირებს მაუწყებელი პროგრამული პრიორიტეტების შესრულებას…

ასევე ვუთხარი, რომ პირობითად მუსიკალურ გადაცემას ვერ გავაკეთებ… და ვერც “ბექში” ვიმუშავებ ამგვარ გადაცემაზე.

ვუთხარი ისიც, რომ ჩემთვის მნიშვნელოვანია მუშაობა სწორედ ევროატლანტიკური მიმართულებით და რუსული პროპაგანდის გავლენებზე საუბარი.

მე არ ვიცი, რას მეტყვის მაუწყებელი მე და რას ვეტყვი მე მას.

მე ვიცი, რომ საზოგადოებას კარგი მაუწყებელი სჭირდება… დამოუკიდებლად იმისა, მე ვიქნები ამ ორგანიზაციაში თუ – არა.

ესაა და ეს.

დანარჩენზე ვისაუბროთ “ოფერის” შემდეგ.”- წერს ტაბლიაშვილი.

იტვირთბა....