ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

თელავი-ბაკურციხის მთავარ მაგისტრალზე ავტოავარია მოხდა

თელავი-ბაკურციხის მთავარ მაგისტრალზე  BMW-ს მარკის ავტომობილი მიკროავტობუს შეეჯახა. ავარიის შედეგად მიკროავტობუსი ამობრუნდა. თვითმხილველების განცხადებით, შეჯახების შედეგად ორივე ავტომობილის მძღოლი მსუბუქად დაშავდა. როგორც ავარიის თვითმხილველები ამბობენ, შეჯახების მიზეზი მსუბუქი ავტომობილის გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობა გახდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში “მეტრონომს” განუცხადეს, რომ შემთხვევაზე გამოძიება  276-ე მუხლის 1 ნაწილით დაიწყო.

 

იტვირთბა....