მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა შესაძლოა, რომ მომავალი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის არ გაუქმდეს. ამის მიზეზი კი პარლამენტის თავმჯდომარის და უმრავლესობის დახურულ შეხვედრაზე საკითხისადმი შეუთანხმებლობა გახდა. გავრცელებული ინფორმაციით, გუნდში კომპრომისულ ვარიანტებს განიხილავენ.
სწორედ ერთ-ერთი ასეთი კომპრომისული ვარიანტია, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მაჟორიტარული სისტემა შენარჩუნდეს და ეს სისტემა 2024 წლის არჩევნებისთვის გაუქმდეს.
არ არის გამორიცხული, ამ გადაწყვეტილების შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ხუთშაბათს, მას შემდეგ გააკეთოს განცხადება, რაც ვენეციის კომისიის წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავს.