ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“დღევანდელი სტატისტიკური მონაცემები პოზიტიურია და ევროპის საზღვარი 20 000-ზე მეტმა მოქალაქემ გადაკვეთა”

საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე ამბობს, რომ ევროპასთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედების შემდეგ, საქართველოდან შენგენის ზონა 20 ათასზე მეტმა ადამიანმა გადაკვეთა. ხოლო უკან გამობრუნებულთა რიცხვი ძალიან მცირეა, რომლებმაც ტექნიკური გაუმართაობის გამო ან არ ცოდნის მიზეზით საზღვარი ვერ გადაკვეთა.

“დღევანდელი სტატისტიკური მონაცემები პოზიტიურია. 20 000-ზე მეტმა მოქალაქემ გადაკვეთა საზღვარი. უკან გამობრუნებულები არიან ერთეულები, რომლებმაც ტექნიკური გაუმართაობის, ან არ ცოდნის გამო ვერ გადაკვეთეს საზღვარი. ჩვენმა კამპანიამ კარგი შედეგი მოგვცა. ცნობიერების ამაღლება მნიშვნელოვანია”, – განაცხადა დოლიძემ.

იტვირთბა....