ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“პოლიტიკური შანტაჟი”: რატომ ითხოვს “აუდიტორია 115” ბოდიშის მოხდას მარიამ ჯაშისგან

“აუდიტორია 115”-ის წევრების განცხადებით, მათთვის ცნობილი გახდა, რომ “ებერტის ფონდში” გაიმართა შეხვედრა, სადაც სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენლებს განათლების კომიტეტის თავმჯდოამრე მარიამ ჯაში ხვდებოდა. საუბრის ერთ-ერთი თემა კი იყო “აუდიტორია 115” და ის კანონპროექტი, რომელიც შესულია პარლამენტში.

“აუდიტორია 115”-ის წევრის თქმით, საუბარია კანონრპეოქტზე, რომელიც ეხება სტუდენტური თვითთმართველობის რეფორმას, სტუდენტები ითხოვენ, მარიამ ჯაშმა საჯაროდ ახსნას, რატომ გააკეთა ეს განცხადება და ბოდიში მოიხადოს პოლიტიკური შანტაჟისათვის.

მარიამ ჯაშმა ამ შეხვედრაზე თქვა, რომ აუდიტორია 115 დაისჯება იმ მოქმედებების გამო, რომელიც მან დღემდე განახორციელა. იგულისხმება, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელზე მიმდინარე პროცესების წინააღმდეგ ხმა ამოიღო, მხარდაჭერა გამოუცხადა აზერბაიჯანელ ჟურნალისტს, დაპირისიპრიდა იმ მანკიერ პრაქტიკას, რომელცი გამეფებულია სამუშაო ადიგელბზე და ყველაზე მთავარი – აუდიტორია 115-მა ჩაშალა ფილამრონიაში საკონსტიტუციო განხილვად წოდებული ფარსი. სწორედ ამიტომ, საქართველოს პარლამენტმა მიიღო აგდაყწვეიტლება, რომ ის კანონი აღარ გავა. მინიშნება იყო, რომ თვითმმართველობის შემდეგ პარლამენტი იმ შემთხვევაში მიუბრუნდება ამ კანონპროექტს, თუ “აუდიტორია 115″იქნება წყნარად. მინდა მივმართოთ ქალბატონ მარიამ ჯაშს, რომ ჩვენ გვავქს ჩვენი პრიორიტეტები და აუციელბლად ხმამაღლა ვისაუბრებთ იმ საკიტხებზე, რომელცი საზოაგდოებაში მთავარ პრობლემას წარმოადგენს”, – განაცხადა “აუდიტორია 115”-ის წევრმა გიორგი არობელიძემ.

primetime.ge

იტვირთბა....