ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“ბირჟა მაფიის” წევრი ქებურია დაკავების დეტალებს ყვება

გადაცემა ,,რეაქციაში” ,,ბირჟა მაფიის” წევრი გიორგი ქებურია დაკავების დეტალებს ყვება.  ქებურიას თქმით, ის შკოდის მარკის ავტომობილმა გააჩერა, საიდანაც ორი სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული პიროვნება გადმოვიდა, მათ უთხრეს გიორგი ქებურიას, რომ დაკავებული არ იყო და მასთან საქმე ჰქონდათ. მისი თქმით, მას ეგონა, რომ პოლიცია კლიპის წაშლას მოსთხოვდა. თუმცა მანქანაში ჩაჯდომის შემდეგ, რეპერის განცხადებით, მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

,,მომაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, რომელშიც კლიპი და სიმღერა ფიგურირებდა. პირდაპირ არ უთქვამთ, რომ კლიპის გამო ვართ დაკავებულები, მაგრამ გვაგრძნობინეს, რომ ამისთვის სერიოზულად დავისჯებით.  ცდილობდნენ, რომ არ ელაპარაკათ კლიპზე, მაგრამ გაღიზიანებულები იყვნენ და ვერ მალავდნენ. ახსენებდნენ მგალობლიშვილს”, –  ჰყვება გიორგი ქებურია.

რეპერის თქმით, მას მხედველობის პრობლემა აქვს, ჩამოართვეს სათვალე და ხელი ჩხრეკის ოქმზე მოაწერინეს. შემდეგ მის ავტომობილთან წაიყვანეს, რომელსაც ადგილი ჰქონდა შეცვლილი. შემდეგ სათვალის გარეშე ხელი მოაწერინეს ოქმზე, რომლის წაკითხვის საშუალებაც არ ჰქონდა.

,,წამიყვანეს ჩემს ავტომანქანასთან, რომელსაც ადგილი შეცვლილი ჰქონდა, ვიღაცა დაჯდა და გადააყენა. მე მხედველობის პრობლემა მაქვს. ჩამომართვეს სათვალე და მაჩვენეს ოქმი გადაუდებელი ჩხრეკის შესახებ. მომაწერინეს ხელი საბუთზე და იმისთვის, რომ მე მათ მიმართ ნდობა გამჩენოდა დამიბრუნეს სათვალე, რომელსაც მე მანამდეც ვითხოვდი, რომ ჩხრეკის პროცესისთვის თვალი მედევნებინა. ზედაპირულად გაჩხრიკეს მანქანა, იყო ცინიკური რეპლიკები ამ ჩხრეკის დროს და გავიგე, რომ ბინის ჩხრეკაც უნდა მომხდარიყო.

გამიჩნდა კითხვა რატომ  არ მჩხრეკდნენ მითხრეს, რომ მოიცადე თქვენც გაგჩხრეკთ. ჩამაჯინეს მანქანაში წამიყვანეს სამმართველოში და იქ იყო საუბარი, რომ მე მქონდა ნარკოტიკი”, – ჰყვება გიორგი ქებურია.

რეპერის თქმით, მისთვის ნარკოტიკი არ ჩაუდიათ, მიიყვანეს განყოფილებაში და სიტყვიერად გააფორმეს ნარკოტიკის ამოღების ფაქტი.

 

იტვირთბა....