დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში მაშველები ძლიერი ხანძრის ლოკალიზებას ამ დრომდე ცდილობენ. ლონდონის დასავლეთ ნაწილში მდებარე 27 სართულიან საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გამთენიისას გაუჩნდა.
ადგილზე 200-ზე მეტი მეხანძრე და 40-მდე სახანძარო მანქანაა მობილიზებული. სამაშველო სამსახურები შენობიდან ხალხის გამოყვანას ცდილობენ. თვითმხილველთა თქმით, ადამიანები იქ ამ დრომდე იმყოფებიან და შველას ითხოვენ. ვრცელდება ინფორმაცია დაშავებულების შესახებაც.
ხანძარი მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლში, ლონდონის დასავლეთით მძვინვარებს.