გერმანული მედიის ინფორმაციით, მიუნხენში უნტერ ფერინგის სადგურზე სროლა იყო. როგორც მედია იუწყება, სავარაუდოდ ორმხრივი სროლის შეგად დაჭრილია პოლიციელი. ამ წუთებში სადგურზე ევაკუაცია გამოცხადდა.
ადგილზე მობილიზებულია პოლიციის და სპეცდანიშნულების რაზმები. ჯერჯერობით უცნობია რა გახდა სროლის მიზეზი და არის თუ არა მომხდარი ტერაქტი. არც დაშავებული ადამიანების შესახებ ვრცელდება სხვა დამატებითი ინფორმაცია.