ახალი ამბები მთავარი

„ოსორაულის ძებნა საქართველოს ერთი წუთითაც არ შეუწყვეტია“

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ამბობს, რომ ქართველი მფრინავის სოსო ოსორაულის კონგოში ძიება, ქვეყანას ერთი წუთითაც არ შეუჩერებია. ამის შესახებ მინისტრმა, პარლამენტის რამდენიმე გაერთიანებული კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა.
მინისტრის განცხადებით, კონგოში დატყვევებულ საქართველოს მოქალაქის იოსებ ოსორაულის საკითხზე მთავრობის მიერ გადადგმული ყველა ნაბიჯის თაობაზე საქმის კურსშია ოსორაულის ოჯახი.
„იოსებ ოსორაულის დაკარგვის ფაქტი ოჯახმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, დახლოებით ორი თვის შემდეგ შეატყობინეს. ამის შემდეგ ჩვენ ყოველდღიურად ჩართული ვართ ამ პროცესში.
მის სიცოცხლესთან დაკავშირებით, სხვადასხვა წყაროდან სხვადასხვა ინფორმაცია მოდის, მაგრამ ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ყველა შესაძლო არხით, რომელსაც შეუძლია ინფორმაციის ან დადასტურება, ან უარყოფა. ძალიან რთულია კონგოში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე მისი ადგილსამყოფელის დადგენა.
მიუხედავად ამისა საქართველოს მთავრობას ერთი წუთითაც არ შეუჩერებია მუშაობა და დგამს ყველა ნაბიჯს პარტნიორებთან, მათ შორის კონგოსთან, სხვა ქვეყნებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, გაერო, წითელი ჯვრის კომიტეტი და სხვები.
განხორციელდა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის ვიზიტი კონგოში და მიმდინარეობს დიალოგი ამ ვითარებასთან რაიმე შემხებლობის მქონე თითქმის ყველა მხარესთან“, – განახცადა ჯანელიძემ.
მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია იოსებ ოსორაულის შესაძლო დაღუპვის შესახებ, მოხდა კომუნიკაცია მის მეუღლესთან, ნინო ოსორაულთან, რომელსაც მიეწოდა ინფორმაცია მთავრობის მიერ განხორციელებულ და დაგეგმილ საკითხებზე.
შეგახსენებთ, რომ 27 იანვარს ქართველი მფრინავი სოსო ოსორაული კონგოში ამბოხებულებმა ჩამოაგდეს, რომელიც ტყვედ ჩავარდა. ისინი მფრინავის გათავისუფლების სანაცვლოდ ერთ მილიონს ითხოვდნენ. თუმცა მფრინავის კვალი 13 მაისიდან იკარგება. საგარეო საქმეთა სამინისტრომ რამდენიმე კვირის წინ გააკეთა განცხადება, რომ ოსორაული სავარაუდოდ გარდაცვლილია, თუმცა ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები არა აქვს.

იტვირთბა....