გერმანული მედია მიუნხენში მიმდინარე სპეცოპერაციის დეტალებზე წერს. გერმანული მედიის ინფორმაციით, პირმა პოლიციელ ქალს საბუთების შემოწმების დროს ესროლა. – ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.
პოლიციელი მძიმედ დაჭრილია. ასევე დაშავებულია ოთხი ადამიანი.
მიუნხენის გარეუბანში, უნტერფორინგის სარკინიგზო სადგურზე პოლიცია მასშტაბურ ოპერაციას ამ წუთებშიც ატარებს. სადგურის შენობიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა.