საფრანგეთში საპარლამენტო არჩევნების დასრულების შემდეგ, წინასწარი ინფორმაციით, პირველ ტურში დამაჯერებელი გამარჯვება პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის პარტიამ მოიპოვა.
ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ახლად არჩეული პრეზიდენტის პარტიამ ამომრჩეველთა ხმების 28.2 % მიიღო.
მეორე ადგილზე 15.7 პროცენტით “რესპუბლიკური” პარტია გავიდა. მარი ლეპენის “ნაციონალური ფრონტი” 13 პროცენტით მესამე ადგილს იკავებს. საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატის – ნაციონალური ასაბლეის არჩევნების მეორე ტური 18 ივნისს გაიმართება.