“ქართუ ჯგუფის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი გიორგი უძილაური საზოგადოებას სოციალური ქსელით, რეგიონების განვითარების გზას სთავაზობს:
“რეგიონების განვითარების .
იდეა ასეთია: ავიღოთ ყუთი, ჩავყაროთ შიგ 10 კონვერტი. ყოველი წლის ოქტომბერში, ბიუჯეტის დამტკიცებამდე გაკეთდეს ტოკ-შოუ ლატარეა, სადაც რომელიმე სკოლის მოსწავლე პირდაპირ ეთერში ამოიღებს ერთ კონვერტს.
თითო კონვერტის შიგნით უნდა იყოს თითო რეგიონის(10 კონტროლირებადი რეგიონი გაქვს) ხელშეწყობის, შეღავათების და განვითარების გეგმა. რომელი კონვერტიც ამოვა, შემდეგი წლისთვის იმ რეგიონში ერთი წლით დაწესდეს განსაკუთრებული შეღავათები ბიზნესის დაწყებაზე, უცხოურ ინვესტიციებზე. სახელმწიფო პროგრამებმა იმ წელს იმ რეგიონში გამოყონ 100%-ით უფრო დიდი თანხები მუნიციპალურ თემებზე, გამოიყოს გაორმაგებული ბიუჯეტი წყლის გაყვანასა და გზების დაგებაზე, სარწყავი არხების მოწყობაზე, გარემოს დაცვაზე. აშენდეს სპორტდარბაზები და სპორტული მოედნები, გარემონტდეს მუნიციპალიტეტის ცენტრები, გამოიყოს ხარისხიანი ავტოტრანსპორტი სასწრაფოებისთვის და ა.შ. მოკლედ, ყველა სამინისტროს დაევალოს იმ რეგიონში თავისი წვლილის შეტანა და ეს წვლილი უნდა გამოიხატებოდეს არა მოჩვენებით აქტივობასა და შაბათობებში, არამედ სერიოზულ პროექტში. იმისთვის, რომ ადგილი არ ქონდეს მამაძაღლობებს, თითოეული რეგიონის საჭიროებების ნუსხა უნდა შედგეს იმ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მოთხოვნების შესაბამისად. ეს მოთხოვნები დაჯამდება და ასევე გატანილი იქნება განსახილველად პირდაპირ ეთერში. კონვერტის გათამაშებამდე 2 თვით ადრე შეიძლება ტოკშოუში განხილულ იქნას თითო რეგიონის პრიორიტეტები. რათქმაუნდა, ამ ერთწლიანმა შეღავათებმა გავლენა არ უნდა იქონიოს სხვა დანარჩენი რეგიონების ჩვეულ ბიუჯეტებზე ეს გზა იქნება რაღაც შუალედური არსებულსა და სასურველს შორის.
მოკლედ, ასეთი გზით შესაძლებელია:
1 – საზოგადოების მეტი გააქტიურება და ჩართვა პოლიტიკაში
2 – ადგილობრივი ხელისუფლების ტონუსში ყოფნა
3 – ცენტრალური ხელისუფლებისთვის მიმართულების მიცემა
4 – 10 წელიწადში სამართლიანი მიზანმიმართული დახმარებები ყველა რეგიონს
ვარგა? 🙂