ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, მაგრამ პანიკის საფუძველი არ არის”: გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნულ სააგენტოში “მეტრონომს” განუცხადეს, რომ მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, მაგრამ პანიკის საფუძველი არ არის. როგორც სვეტლანა ნიორაძემ აღნიშნა, ძლიერი წვიმა მოსალოდნელია მთელი ღამის განმავლობაში, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში. ჰაერის ტემპერატურა იქნება დასავლეთ საქართველოში 20-25, ხოლო აღმოსავლეთით – 23-28 გრადუსი. ის მოსახლეობას ღამე გადაადგილებისგან თავის შეკავებას ურჩევს.

მისივე თქმით, შედარებით გამოიდარებს 12 ივნისიდან, თუმცა ცალკეულ რეგიონებში იქნება ხანმოკლე წვიმა. ძლიერი წვიმა მომდევნო დღეებში მოსალოდნელი არ არის. რაც შეეხება სეტყვის ალბათობას, როგორც სვეტლანა ნიორაძემ აღნიშნა, 11 ივნისიდან საღამოს საათებში საქართველოს ცალკეულ რეგიონებში მოსალოდნელია სეტყვა. მისივე თქმით, ხვალიდან გაძლიერდება ქარი.

იტვირთბა....