კახეთში ძლიერმა სეტყვამ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფლები დააზიანა.
რაიონის გამგებლის, გიორგი გზირიშვილის ინფორმაციით, სეტყვამ გიორგიწმინდა და ნინოწმინდა დააზარალა.
წინასწარი ინფორმაციით, განადგურებულია საკარმიდამო ნაკვეთები და ერთწლიანი კულტურა. ზარალის ზუსტი ოდენობა ჯერ-ჯერობით დადგენილი არ არის.