ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ასეთი უპატივცემულობა სამართალდამცველების მიმართ არის სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი”

ასეთი უპატივცემულობა სამართალდამცველების მიმართ არის სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი- ეს განცხადება, ვიცე-პრემიერმა და განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ, მუსიკალური ჯგუფის „ბირჟა მაფიის“ წევრების დაკავებასთან დაკავშირებით საუბრისას გააკეთა.

ჯეჯელავა ამბობს, რომ მიუხედავად ამისა, მისი აზრით, ჯგუფის ორი წევრი სამართალდამცავებს ამის გამო არ დაუკავებიათ.

„ასეთი უპატივცემულობა სამართალდამცველების მიმართ არის სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი, მე პირადად ასე ვფიქრობ, თუმცა ამისთვის მათ პასუხს ვერ აგებინებდნენ. საუბარი იმაზე, რომ კანონი დავარღვიე, მაგრამ რაღაც სხვა მიზეზით მაგებინეს პასუხი, არასერიოზულია“, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

იტვირთბა....